Saturday, July 8, 2017

IX დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო

 ჩემი პროექტის პორტფოლიო
 მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლის დრაივზე და გადავიტანეთ ლინკი ბლოგზე. მივაბით ტრენერის ბლოგი ჩვენს საკუთარ ბლოგებს და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას ახალი გვერდები. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
9 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გავეცანით არსებითად საჭირო ინფორმაციას პროექტის შესაქმნელად. პროექტის განხორციელება, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. დიდი მადლობა  ქალბატონ მარიკას უსაზღვრო გამძლეობისთვის და მოთმინებისთვის.

Sunday, July 2, 2017

VIII დღე

                                                         რეფლექსია


დღეს გავიარეთ  მეშვიდე მოდული .ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
სასწავლო პროექტზე მუშაობისას, როგორ განუვითარებთ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს. რა ტიპის კითხვები, მინიშნებები და სკაფოლდინგი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეების სიღრმისეული აზროვნების განვითარებისთვის და მზა პასუხების თავიდან ასაცილებლად.

Saturday, June 24, 2017

III-IV დღე

რეფლექსია ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროექტებისთვის. შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები. განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ყურადღება გავამახვილეთ დაწყებით საფეხურზე გამოსაყენებელ მეთოდებსა სტრატეგიებზე. ვფიქრობ, მე-2 მოდულის ფარგლებში გავლილი საკითხები მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელების პროცესის მონიტორინგში.

V დღე

Saturday, June 10, 2017

I-II დღე

                                       რეფლექსია

  ამ მოდულმა  გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
   პირველი მოდელის აქტივობებზე მუშაობის შემდეგ გამიჩნდა რამდენიმე იდეა, პროექტის გეგმისთვის შესარჩევი თემატიკის შესახებ. პირველ რიგში რა კომპონენტებისაგან უნდა შედგებოდეს ჩემი გეგმა , შემდეგ შევაგროვებ მასალებს რომელიც გეგმის შედგენისთვის დამჭირდება.
     პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის უნარები და გაზარდს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.